პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაზისო პროგრამა
DPT Consulting-ის სასწავლო პლატფორმა ორგანიზაციებს თანამშრომლების პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გადამზადებაში ეხმარება. მოკლე სასწავლო მოდულები, პრაქტიკული სიტუაციები და დასკვნითი ტესტი თანამშრომლებს აძლევს ცოდნას და გამოუმუშავებს უნარებს, რომლებიც ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში სჭირდებათ.
კოლეგამ ელფოსტით კლიენტების სიის გაგზავნა გთხოვათ.
მონაცემთა დაცვა – შინაარსიდან არქიტექტურამდე
სასწავლო პროგრამა შეიმუშავა DPT Consulting-მა საქართველოს კანონმდებლობის, GDPR-ის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. პლატფორმის არქიტექტურა პრაქტიკულ სწავლებას მონაცემთა მინიმიზაციაზე დაფუძნებულ ტექნიკურ გადაწყვეტასთან აერთიანებს.
ცოდნა, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება
პროგრამა თანამშრომელს ასწავლის, როგორ ამოიცნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხი, სწორად იმოქმედოს და საჭიროების შემთხვევაში დროულად მოახდინოს რეაგირება.
გაარჩიოს, რა არის პერსონალური მონაცემი და როდის მოითხოვს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას.
სწორად გამოიყენოს, შეინახოს და გააზიაროს პერსონალური მონაცემები.
იცოდეს, როდის და ვის მიმართოს მოთხოვნის, შეცდომის ან შესაძლო ინციდენტის შემთხვევაში.
მოქნილი და თანმიმდევრული სასწავლო პროცესი
პროგრამა აერთიანებს შვიდ სასწავლო მოდულს, პრაქტიკულ სიტუაციებსა და დასკვნით ტესტს. თანამშრომელს შეუძლია პროგრამა ეტაპობრივად, მისთვის მოსახერხებელ დროს გაიაროს.
როგორ ინერგება პლატფორმა ორგანიზაციაში?
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა
DPT Consulting ორგანიზაციასთან ათანხმებს სასწავლო პროცესს და პლატფორმაზე ქმნის მისთვის განკუთვნილ სივრცეს.
- სასწავლო წვდომების შექმნა
ორგანიზაცია თავად მართავს კონკრეტული თანამშრომლებისთვის პლატფორმაზე წვდომების მინიჭების პროცესს. თანამშრომელთა სახელები და ელფოსტის მისამართები პლატფორმას არ გადაეცემა.
- პროგრამის გავლა
თანამშრომლები გადიან სასწავლო მოდულებსა და დასკვნით ტესტს. პლატფორმაზე მათი პროგრესი და შედეგები ფსევდონიმური კოდებით აღირიცხება.
- შედეგების ანალიზი
ორგანიზაცია საკუთარ სივრცეში ეცნობა სწავლის დასრულებისა და ტესტის შედეგებს, აანალიზებს მათ.
პასუხები საკვანძო კითხვებზე
ვისთვის არის განკუთვნილი პლატფორმა?
რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?
რა მონაცემები გადაეცემა პლატფორმას?
სად არის განთავსებული სერვერული ინფრასტრუქტურა?
რას მოიცავს დემო?
როგორ ხდება პლატფორმაზე შესვლა?
დემოს ფარგლებში გაეცნობით სასწავლო მასალის ნიმუშს, თანამშრომლისა და ორგანიზაციისთვის განკუთვნილ სივრცეებს და პლატფორმის დანერგვის ძირითად ეტაპებს.