გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია პლატფორმის გამოყენებისას მონაცემთა დამუშავების შესახებ, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა მიზნებით, სად, რა ვადით ინახება და ვის აქვს მათზე წვდომა.
ორგანიზაცია განსაზღვრავს თანამშრომელთა მონაცემების დამუშავების მიზნებს, სამართლებრივ საფუძვლებს, ფარგლებსა და პირობებს.
ორგანიზაციის სახელით ამუშავებს მონაცემებს და მოქმედებს მხოლოდ მისი დოკუმენტირებული დავალებების ფარგლებში.
მონაცემთა დამუშავების კონკრეტულ მიზნებსა და სამართლებრივ საფუძველს განსაზღვრავს კლიენტი ორგანიზაცია, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.
როგორც წესი, თანამშრომელთა სწავლებისა და მისი შედეგების აღრიცხვისთვის მონაცემები მუშავდება ორგანიზაციისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების ან/და ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საფუძველზე. კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის შესახებ ინფორმაციას თანამშრომელს აწვდის შესაბამისი ორგანიზაცია.
DPT Consulting იმავე მონაცემებისთვის ცალკე სამართლებრივ საფუძველს არ განსაზღვრავს. იგი მონაცემებს ამუშავებს ორგანიზაციის სახელით და მხოლოდ მისი დოკუმენტირებული დავალებების ფარგლებში.
პლატფორმა ორგანიზაციის პორტალზე შეყვანილი თანამშრომლების სიის საფუძველზე აგენერირებს ფსევდონიმურ კოდებს, რომლებიც აისახება ადმინისტრირების პორტალზე.
სწავლის პროგრესი, ტესტის შედეგები და ორგანიზაციის პორტალზე შესრულებული მოქმედებების შესახებ ჩანაწერები წარმოიქმნება თანამშრომლის მიერ პლატფორმის გამოყენებისას.
მონაცემებზე წვდომა მომხმარებლის როლის მიხედვით განისაზღვრება.
ორგანიზაციასთან რჩება თანამშრომლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია – სახელი/გვარი, ელფოსტის მისამართი, ფსევდონიმურ კოდთან შესაბამისობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
DPT Consulting-ის ადმინისტრირების პორტალზე გადაიცემა მხოლოდ ფსევდონიმური კოდი, რომლითაც აღირიცხება სწავლის პროგრესი და შედეგები.
სასწავლო ციკლის, გამოყენებული მასალის ვერსიის, ტრენინგის დასრულების სტატუსის, საბოლოო შედეგისა და დასრულების თარიღის შესახებ მონაცემები ინახება 16 თვის განმავლობაში. ვადა აითვლება ტრენინგის დასრულებიდან, ხოლო დაუსრულებელი ტრენინგის შემთხვევაში – შესაბამისი სასწავლო ციკლის დახურვიდან.
დეტალური სასწავლო პროგრესი და ტესტის მცდელობების შესახებ ინფორმაცია ინახება 4 თვის განმავლობაში ტრენინგის დასრულებიდან ან შესაბამისი სასწავლო ციკლის დახურვიდან. ორგანიზაციის პორტალზე შესრულებული მოქმედებებისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ტექნიკური ჩანაწერები ინახება მათი შექმნიდან 4 თვის განმავლობაში.
სასწავლო ბმული აქტიურდება პირველი წვდომისას და უკავშირდება იმ მოწყობილობას/ბრაუზერს, სადაც პირველად გაიხსნა. ბმულის გააქტიურება შესაძლებელია მისი გენერირებიდან 7 დღის განმავლობაში; ამ ვადაში გაუხსნელი ბმული უქმდება. გააქტიურების შემდეგ სწავლის დასასრულებლად თანამშრომელს 14 დღე აქვს, რის შემდეგაც ბმული უქმდება და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია ხელახლა დააგენერირებს მას.
ძირითადი სისტემიდან წაშლილი მონაცემები შესაძლოა დროებით დარჩეს დაცულ სარეზერვო ასლებში და საბოლოოდ წაიშლება 30 დღის განმავლობაში.
აღნიშნული ვადები პლატფორმის სტანდარტული შენახვის ვადებია. თუ კონკრეტული ორგანიზაციისთვის განსხვავებული ვადა განისაზღვრება, ამის შესახებ ინფორმაცია თანამშრომელს მიეწოდება ორგანიზაციის შესაბამის შეტყობინებაში.
პლატფორმა იყენებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2026 წლის 14 აპრილის №007 ბრძანებით დამტკიცებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხით“ გათვალისწინებული ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერს.
მონაცემთა სუბიექტს კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად უფლება აქვს:
მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე;
გაეცნოს მის შესახებ მონაცემებს და მიიღოს მათი ასლები;
მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება ან დაბლოკვა;
გაასაჩივროს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ან სასამართლოში;
ისარგებლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით განსაზღვრული სხვა უფლებებით.
უფლებების განხორციელებისთვის თანამშრომელმა პირველ რიგში უნდა მიმართოს თავის ორგანიზაციას, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს.
DPT Consulting ორგანიზაციას ეხმარება მოთხოვნის შესრულებაში იმ მონაცემებისა და ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, რომლებიც პლატფორმაზეა დაცული.
ორგანიზაციისა და მისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანამშრომელს მიეწოდება ორგანიზაციის მიერ.
DPT Consulting-თან დაკავშირება შესაძლებელია ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით.