საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ქუქი-ფაილების პოლიტიკა

მზა ჩანაწერების (COOKIES) პოლიტიკა

ეს პოლიტიკა განმარტავს, იყენებს თუ არა DPT Consulting-ის სასწავლო პლატფორმა (learning.dpt.ge) ქუქი ფაილებს და რა ინფორმაცია შეიძლება შეინახოს თქვენს ბრაუზერში პლატფორმით სარგებლობისას.

ბოლო განახლება: ოქტომბერი 2026

01რა არის ქუქი ფაილები?

მზა ჩანაწერები (შემდგომ – „ქუქი ფაილები“) არის მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაზე ვებსაიტზე ვიზიტისას. ისინი ხელს უწყობენ ვებსაიტის გამართულ მუშაობას და შეიძლება აგროვებდეს ინფორმაციას ვიზიტორთა ქცევის შესახებ.

02ქუქი ფაილები learning.dpt.ge-ზე

სასწავლო პლატფორმა learning.dpt.ge არ აყენებს ქუქი ფაილებს. პლატფორმა არ იყენებს ანალიტიკის ან მესამე მხარის სხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე ქუქი ფაილებს განათავსებს. პლატფორმის გვერდები, შრიფტები და სხვა ფაილები იტვირთება მხოლოდ პლატფორმის სერვერიდან.

DPT Consulting-ის ვებსაიტზე (dpt.ge) გამოყენებული ქუქი ფაილების შესახებ ინფორმაცია მოცემულია dpt.ge-ს ქუქი-ფაილების პოლიტიკაში.

03ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება

პლატფორმის ზოგიერთ გვერდზე გამოიყენება ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება (local storage, IndexedDB). ეს არ არის ქუქი ფაილი, თუმცა ინფორმაცია ასევე ინახება თქვენს მოწყობილობაზე. აღნიშნული ინფორმაცია პლატფორმის სერვერზე არ იგზავნება.

ჩანაწერისად გამოიყენებამიზანიშენახვის ვადა
dpt_themeსასწავლო სივრცე და ორგანიზაციის სივრცეთქვენ მიერ არჩეული ფერის რეჟიმის (მუქი ან ღია) დამახსოვრებაინახება, სანამ ბრაუზერის მონაცემებს არ წაშლით
dpt_audit_v1ორგანიზაციის სივრცეორგანიზაციის სივრცეში შესრულებული მოქმედებების ჟურნალი, რომელიც ინახება ორგანიზაციის მომხმარებლის მოწყობილობაზეინახება, სანამ ბრაუზერის მონაცემებს არ წაშლით

ლენდინგის გვერდზე, დემოს მოთხოვნის ფორმასა და სისტემაში შესვლის გვერდზე ბრაუზერის ლოკალური მეხსიერება არ გამოიყენება.

04როგორ წავშალო შენახული ინფორმაცია?

ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში შენახული ინფორმაციის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებიდან, learning.dpt.ge-ს საიტის მონაცემების წაშლით. ამ შემთხვევაში ფერის რეჟიმი დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას.

05დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@dpt.ge.