თანამშრომელი ამ შეტყობინებას ეცნობა სასწავლო პლატფორმაზე, ტრენინგის დაწყებამდე. კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ინფორმაცია ივსება თითოეული ორგანიზაციისთვის.
[ორგანიზაციის დასახელება] ამუშავებს თქვენს მონაცემებს ტრენინგის ჩასატარებლად და მისი გავლის დასადასტურებლად. სერვერზე ინახება მხოლოდ თქვენი ფსევდონიმური კოდი, ტრენინგზე წვდომის ინფორმაცია და სასწავლო შედეგი. თქვენი სახელი და ელფოსტა ინახება მხოლოდ ორგანიზაციის HR-ის გარემოში და სერვერს არ გადაეცემა.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია [ორგანიზაციის დასახელება], თქვენი დამსაქმებელი. DPT Consulting არის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი და უზრუნველყოფს პლატფორმის ტექნიკურ მუშაობას.
მონაცემები მუშავდება ტრენინგის ჩასატარებლად და მისი გავლის დასადასტურებლად.
კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულება და [ორგანიზაციის დასახელება]-ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოს თანამშრომელთა ინფორმირება მონაცემთა უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სხვა საკითხებზე და დაადასტუროს ტრენინგის გავლა („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტები და 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი).
სასწავლო პლატფორმის სერვერზე ინახება მხოლოდ თქვენი ფსევდონიმური კოდი, ტრენინგზე წვდომის ინფორმაცია და სასწავლო შედეგი: ქულა, დასრულების სტატუსი და თარიღი. ტესტში მონიშნული პასუხები ცალკე არ ინახება.
თქვენი სახელი, ელფოსტა და ფსევდონიმურ კოდთან მათი შესაბამისობა ინახება მხოლოდ ორგანიზაციის HR-ის გარემოში და სერვერს არ გადაეცემა.
პლატფორმის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები ინახება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნები შეყვანილნი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ დამტკიცებულ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში.
სასწავლო შედეგი და მონაცემებზე წვდომის ჟურნალი ინახება 16 თვის განმავლობაში.
აქტივაციის ტოკენი მოქმედებს შექმნიდან მაქსიმუმ 30 დღე და ვადის ამოწურვის შემდეგ იშლება.
სახელისა და ფსევდონიმური კოდის შესაბამისობა HR-ის მოწყობილობიდან იშლება თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 3 თვის შემდეგ.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მონაცემებზე წვდომა, მათი შესწორება ან წაშლა, აგრეთვე დამუშავების შეზღუდვა ან შეწყვეტა. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამავე კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს: https://sao.ge/ka/about-us/pdpportal
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია: [ორგანიზაციის საკონტაქტო ელფოსტა].
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ინფორმაცია: info@dpt.ge.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: [პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი]. საკონტაქტო ინფორმაცია: [ოფიცრის ელფოსტა].