საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
კონფიდენციალურობის შეტყობინება

დემოს მოთხოვნის ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავება

ეს შეტყობინება განმარტავს, როგორ ამუშავებს DPT Consulting თქვენს პერსონალურ მონაცემებს სასწავლო პლატფორმის დემოს მოთხოვნის, შეხვედრის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში.

ბოლო განახლება: 15 ოქტომბერი, 2026 წელი

დემოს მოთხოვნისას DPT Consulting ამუშავებს თქვენ მიერ მითითებულ ვინაობას, საკონტაქტო და ორგანიზაციულ ინფორმაციას, თქვენ მიერ შერჩეულ შეხვედრის თარიღსა და დროს და მოთხოვნასთან დაკავშირებულ კომუნიკაციას. მონაცემები გამოიყენება დემოს მოთხოვნის განსახილველად, შეხვედრის დასაგეგმად, ჩასატარებლად და თქვენთან კომუნიკაციისთვის.

01დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია DPT Consulting (ს/კ 402303093).

პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან თქვენი უფლებების განსახორციელებლად შეგიძლიათ მოგვწეროთ: info@dpt.ge.

02რა მონაცემებს ვამუშავებთ?

დემოს მოთხოვნის, შეხვედრის დაგეგმვისა და ჩატარებისას შეიძლება დამუშავდეს:

გთხოვთ, დემოს მოთხოვნის ფორმის დამატებითი ინფორმაციის ველში არ მიუთითოთ განსაკუთრებული კატეგორიის ან სხვა პერსონალური მონაცემები, რომლებიც დემოს მოთხოვნის განხილვისა და შეხვედრის ორგანიზებისთვის საჭირო არ არის.

03მონაცემთა დამუშავების მიზნები

თქვენი მონაცემები მუშავდება:

04მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

თქვენი მონაცემების დამუშავება ეფუძნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

DPT Consulting-ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესებია დემოს გაცნობის მიზნით შეხვედრის მოთხოვნების სათანადოდ მართვა, მოთხოვნებისა და კომუნიკაციის აღრიცხვა, პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არაკეთილსინდისიერი გამოყენების თავიდან აცილება და შესაძლო სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენა ან მათგან დაცვა.

05მონაცემების მიწოდების სავალდებულობა

სახელისა და გვარის, ორგანიზაციის დასახელების, სამსახურებრივი ელფოსტის მისამართისა და სასურველი თარიღისა და დროის მითითება აუცილებელია დემოს მოთხოვნის გასაგზავნად და შეხვედრის დასაგეგმად. ამ მონაცემების მითითების გარეშე შესაძლებელი არ არის დემოს მოთხოვნის გამოგზავნა.

ტელეფონის ნომრის, ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს და დამატებითი ინფორმაციის მითითება ნებაყოფლობითია. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შეხვედრის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.

06როგორ ვამუშავებთ მონაცემებს?

ფორმის გაგზავნისა და დროის შერჩევის შემდეგ თქვენი მოთხოვნა დარეგისტრირდება და მიენიჭება დადასტურების მოლოდინის სტატუსი. მოთხოვნის მიღების შესახებ ელფოსტაზე ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას. შეტყობინებაში მითითებული იქნება ბმული, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დემოს ჯავშნის გაუქმება.

DPT Consulting-ის მიერ თქვენ მიერ შერჩეული დროის დადასტურების შემდეგ გამოგეგზავნებათ შეხვედრის ბმული.

დემოს მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მიიღება მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მონაცემები არ გამოიყენება თქვენი პროფილის ავტომატურად შესაქმნელად.

07მონაცემთა მიმღებები

თქვენს მონაცემებზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ:

მომსახურების მიმწოდებლები მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ DPT Consulting-ის დავალებით, შესაბამისი ხელშეკრულებისა და კონფიდენციალურობის ვალდებულებების საფუძველზე.

08მონაცემთა სხვა სახელმწიფოში გადაცემა

თუ დემოს გაცნობის პროცესის ორგანიზებისთვის გამოყენებული მომსახურება გამოიწვევს მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემას ან სხვა სახელმწიფოდან მათზე წვდომას, DPT Consulting მონაცემებს გადასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შემთხვევაში.

დაგეგმილი გადაცემისა და გამოყენებული გარანტიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ: info@dpt.ge.

09მონაცემთა შენახვის ვადა

დემოს გაცნობის მიზნით შეხვედრის ჩატარების შემთხვევაში, მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული კომუნიკაცია შეინახება შეხვედრის ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ შეხვედრა არ ჩატარდა, მონაცემები შეინახება მოთხოვნასთან დაკავშირებული ბოლო კომუნიკაციიდან 1 თვის განმავლობაში.

ზემოაღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან განადგურდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი უფრო ხანგრძლივად შენახვა აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნის წარსადგენად ან მისგან დასაცავად, კანონით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად ან უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

თუ დემოს გაცნობის მიზნით შეხვედრის ჩატარების შემდეგ DPT Consulting-სა და თქვენს ორგანიზაციას შორის საქმიანი ურთიერთობა დაიწყება, ამ ურთიერთობისთვის საჭირო მონაცემები დამუშავდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით და შეინახება მისთვის განსაზღვრული ვადით.

10მონაცემთა უსაფრთხოება

DPT Consulting იყენებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემების უკანონო ან შემთხვევითი დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, უნებართვო წვდომისა და სხვაგვარი უკანონო დამუშავებისგან დასაცავად.

მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც ისინი დემოს გაცნობის მიზნით შეხვედრის მოთხოვნის განხილვისა და შეხვედრის ორგანიზებისთვის სჭირდებათ.

11თქვენი უფლებები და გასაჩივრება

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლება გაქვთ:

ცალკეულ შემთხვევებში თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

თქვენი უფლებების განსახორციელებლად მოგვწერეთ: info@dpt.ge. მოთხოვნაზე პასუხს მიიღებთ კანონით განსაზღვრულ ვადაში. უფლებების რეალიზაციის პროცესში, შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი ვინაობის დადასტურება.

თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კანონის დარღვევით მუშავდება, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.

დემოს მოთხოვნის ფორმაში შესაბამისი გრაფის მონიშვნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებას.